შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ რუსი მომღერალი ლევ ლეშენკო საქართველოში იმყოფებოდა.
უწყებაში ამბობენ, რომ მომღერალს საპასპორტო კონტროლის გავლისას რაიმე ხარვეზი არ დაფიქსირებია.
"აღნიშნულმა პირმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია, რაც შეეხება მის შემოსვლას ქვეყენაში, მან საპასპორტო კონტროლი გაირა შეუფერხებლად რადგან არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის კონტროლი, ასევე არ უფიქსირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლის თარიღდამღა", - ამბობენ შსს-ში.
გუშინ, 25 ივლისს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბჭოთა და რუსი მომღერალი, ლევ ლეშენკო, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვს, საქართველოში იმყოფება და სასტუმრო პარაგრაფში ისვენებს.
ლეშენკო მხარს უჭერს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას. მან 2013 წელს სოხუმში იმ დღეს იმღერა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი დამოუკიდებლობის დღეს უწოდებს.